Wednesday, May 9, 2012

ტრანსპორტი

პარიზის როლი, როგორც საერთაშორისო ტურისტული და სავაჭრო ცენტრისა, ბოლო ასწლეულის მანძილზე შესამჩნევად გაიზარდა. უკანასკნელი რამდენიმე დეკადის განმავლობაში პარიზი ჩქაროსნული ტრანსპორტის ცენტრი გახდა, დაწყებული სახმელეთო (სარკინიგზო, საავტომობილო)გადამზიდავებიდან, დასრულებული საჰაერო ტრანსპორტით; პარიზს ორი საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.ქალაქ პარიზისა და მისი რეგიონის საზოგადოებრივ ტრანსპორტს სინდიკატიდე ტრანსპორტ დილ დე ფრანსიაწესრიგებს. სინდიკატის დაქვემდებარებაშია პარიზის შიდა და საგარეუბნო ავტობუსები, ასევე მეტრო.
საგზაო ტრანსპორტი
პარიზი — ქვეყნის უმსხვილესი სატრანსპორტო კვანძია. ისტორიულად საფრანგეთისთის მნიშვნელოვანი გზები პარიზიდან გადიოდა რადიუსებით, და დღეს-დღეობითაც ეს რადიუსები საფრანგეთის საავტომობილო რუკებზე კარგად ჩანს. ქალაქიდან ყველა შესაძლოა მიმართულებით გადის გზები: А1 ლილისკენ, А4 რეიმსისკენ, А5 დიჟონისკენ, А6 ლიონისკენ, А77 ნევერისკენ, А10 ორლეანისკენ, А13 რუანისკენ და А16 ამიენისკენ. ქალაქის ირგვლივ აშეენებულია წრიული გზა, რომელსაც 2-4 ზოლიანი სავალი ნაწილი აქვს ორივე მიმართულებით. კიდევ ორი წრიული გზა -86 და 104 - საშუალებას აძლევს სატრანზიტო მძღოლებს პარიზს შემოუარონ ქალაქში შეუსვლელად.
 ucnauri.com
   ავიატრანსპორტი
პარიზს ემსახურება სამი საერთაშორისო აეროპორტი:
·         შარლ დე გოლი 43,8 მლნ მგზავრით წლიურად (2003 წლის მონაცემები), ევროპაში მგზავრათა ნაკადის რაოდენობით მესამეა.
·         ორლი 23,1 მლნ მგზავრით წლიურად, მესამე ადგილზეა ევროპაში, და ძირითადად შიდა რეისებზეა გათვლილი.
·         ყველაზე ძველი აეროპორტი ლე ბურჟე უმეტესად კერძო თვითმფრინავეისა და მცირე ავიაკომპანიების მიერ გამოიყენება.
     რკინიგზის ტრანსპორტი
პა   პარიზის სადგურების სარკინიგზო ხაზები დედაქალაქს საფრანგეთის ყველა რეგიონთან და მეზობელ ქვეყნებთან აკავშირებს. სადგურებს შორის კავშირი საკმაოდ ოპერატიულად მყარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის კარგად გაწერილი განრიგით.
·       სადგური სენ-ლაზარი- ნორმანდია.
·        ჩრდილოეთის სადგური- ჩრდილოეთის მიმართულებით: დიდი ბრიტანეთი, ბელგია და ჰოლანდი.
·  . აღმოსავლეთის სადგური-აღმოსავლეთის მიმართულება: გერმანია. ავსტრია და შვეიცარია.
·       ლიონის სადგური - რეგიონები, ცენტრი და სამხრეთ-დასავლეთი: ალპები, იტალია.
·          ბერსის სადგური -ალპები, იტალია (ღამის რეისები).
·     აუსტერლიცის სადგური - სამხრეთ-დასავლეთის მიმართულება: ესპანეთი, პორტუგალია.
·         მონპარნასის სადგური - ბრეტანი და საფრანგეთის დასავლეთი.
ka.wikipedia.org      სადგური სენ-ლაზარი. მის წინ მეტროს                  

                                                                     14- ხაზის ჩასასვლელია.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი
პარიზის ყველაზე სწრაფ და მოსახერხებელ გადამყვანად სახელდება მეტრო, რომელიც 16 ხაზისგან შედგება და საერთო სიგრძით 212,5 კმ-ია, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მეტროპოლიტენის სახელს ანიჭებს.ასევე არსებობს რეგიონული ექსპრეს-მეტრო (RER) — ელმავლების ხაზები პარიზში მიწისქვეშ გაედინება და მეტროს ხაზებს კვეთს. RER-ის ქსელი ხუთი ხაზისგან შედგება და ასოებით AA,B,C,D,E არის აღნიშნულi.   
          
1992 წელს პარიზში 60-70-იან წლებში დემონტირებული ტრამვაის ხაზების აღდგენა დაიწყო. პარიზის ტრამვაის ქსელი ოთხი ხაზისგან შედგება, ამათგან სამი ქალაქის გარეუბნებს აკავშირებს და მხოლოდ ერთი ქალაქის ცენტრში მოძრაობს.
პარიზში ფართო საავტობუსო ქსელია, რომელიც არამხოლოდ ჩვეულებრივ მარშრუტებს მოიცავს, არამედ სპეციალურ ხაზებსაც, რაც პარიზის ტურისტული ადგილების მოსანახულებლად გამოიყენება.ართც თუ დიდი ხნის წინათ პარიზში გაჩნდა შესაძლებლობა ქალაქის ველოსიპედით მოვლისა. ქალაქის თითქმის ყველა წერტილში ავტომატიზებული ველოსადგომები არის განლაგებული.




ინფორმაცია მოძიებულია:ucnauri.com

ვიკიპედია, თავისუფალი ენციკლოპედია - Wikipedi







No comments:

Post a Comment