ანტიკურ პერიოდსა და შუა საუკუნეებში უამრავი ომების, ეპიდემიებისა და მასობრივი შიმშილის გამო ქალაქის მოსახლეობა საგრძნობლად მცირდებოდა. მაგალითად, 1832 წლის ქოლერამ 20 00 ადამიანი იმსხვერპლა.
XIX საუკუნის ინდუსტრიალიზაციამ მოსახლეობის საგრძნობი ზრდა გამოიწვია. 1921 წელს მოსახლეობამ 3 მილიონს მიაღწია, ეს ციფრი პარიზის ისტორიაში დღემდე რეკორდულია. დღეისათვის პარიზში ორ მილიონზე ოდნავ მეტი ადამიანი ცხოვრობს (იგულისხმება ძველი ქალაქი).საპირისპირო სიტუაციაა გარეუბნებსა და სატელიტ დასახლებებში, სადაც 1921 წელს მხოლოდ 4,85 მლნ ადამიანი ცხოვრობდა, 2006 წელს კი 11,6 მლ.იმის ხარჯზე, რომ პარიზელთა დიდი ნაწილი, პენსიაზე გასვლის შემდეგ, გარეუბნებში ან საფრანგეთის სამხრეთით გადადის საცხოვრებლად, პარიზი საკმაოდ "ახალგაზრდა ქალაქს" წარმოადგენს.აქ ცხოვრობს დაუქორწინებელთა უდიდესი რაოდენობა - საშუალო პარიზული ოჯახი 1,75 ადამიანისგან შედგება. ფერტილობის კოეფიციენტი შეადგენს 1,64-ს რადგან პარიზული ოჯახების დიდ ნაწილს მხოლოდ ერთი შვილი ჰყავს. 2004 წლის მდგომარეობით, შობადობის კოეფიციენტი 14,8 შეადგენს, სიკვდილიანობისა კი — 6,6. ამგვარად, მოსახლეობის ბუნებრივი მატება + 8,1-ია, ხოლო საერთო + 2,1.
No comments:
Post a Comment