როდესაც პარიზში ხარ, არ შეიძლება არ მოინახულო პარიზის სიმბოლო, მსოფლიოს მერვე საოცრებად წოდებული ეიფელის კოშკი. სტრუქტურა 1887-1889 წლებში აშენდა და საფრანგეთის რევოლუციის 100 წლისთავს მიეძღვნა. თავდაპირველად საზოგადოების რეაქცია კოშკის მიმართ მკვეთრად უარყოფითი იყო, ვინაიდან უმრავლესობა თვლიდა რომ შენობა პარიზის იერსახეს ამახინჯებდა. თუმცა ამჟამად, 324 მეტრის სიმაღლის ლითონის ეს კონსტრუქცია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმტაც სტრუქტურულ ხელოვნების ნიმუშად მიიჩნევა. ეიფელის კოშკი (ფრანგ. Tour Eiffel) პარიზის ყველაზე მაღალი ლითონის კონსტრუქციაა. იგი საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. სახელი დაერქვა პროექტის ავტორის ინჟინერი გუსტავ ეიფელის პატივსაცემად.
კოშკი შენდებოდა 1887-89 წლებში, საფრანგეთის რევოლუციის 100 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილი მსოფლიო გამოფენისათვის, როგორც ექსპო-იუნივერსელის შესასვლელი. კოშკი ოფიციალურად 1889 წლის 31 მარტს გაიხსნა. აშენების დროს, 1889 წელს, ეიფელის კოშკი ყველაზე მაღალი სტრუქტურა იყო მსოფლიოში, ტიტული, რომელიც მან 1930 წლამდე შეინარჩუნა, როცა ნიუ-იორკის კრაისლერ ბილდინგის (319 მ) მშენებლობა დასრულდა.კოშკის სიმაღლე 300 მეტრია, რაც დაახ. 75 სართულს უდრის. მის თავზე 24 მეტრის სიმაღლის ანტენაა. ამჟამად ეიფელის კოშკი საფრანგეთში სიმაღლით მეორე სტრუქტურაა, 350 მ სიმაღლის ალუის გრძელი ტალღების გადამცემი ანძის (1939) აგების შემდეგ. შემდეგ მოდის ლა ტურ მონპარნასი, პარიზის მონპარნასის უბანში (209 მ). კოშკის ლითონის სტრუქტურა 7.300 ტონას იწონის, მისი საერთო წონა კი 10.100 ტონაა. ზედა პლატფორმაზე ასასვლელი საფეხურების რაოდენობა იცვლებოდა კოშკის ისტორიის განმავლობაში, რამდენიმე რენოვაციის შედეგად: აშენების მომენტში 1889 წელს 1710 საფეხური ადიოდა სამიტის პლატფორმაზე 300.65 მ ნიშნულზე; 1980 წლის რენოვაციის შემდეგ საფეხურების რაოდენობა 1920-მდე გაიზარდა; ამჟამად 1665 საფეხურია, თუმცა ზედა პლატფორმაზე საფეხურებით ასვლა შეუძლებელია და დამთვალიერებლებს მხოლოდ ლიფტების გამოყენება შეუძლიათ.
ucnauri.com
No comments:
Post a Comment