პარიზი — საფრანგეთის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი ცენტრია. ქვეყნის სამრეწველო საწარმოების თითქმის მეოთხედს მეტროპოლიაში საკუთარი შტაბ-ბინები აქვს გახსნილი.სამუშაო ადგილების (85 %) მომსახურების სფეროზე მოდის. იმის მიუხედავად, რომ მრეწველობა ქალაქის საზღვრებს სულ უფრო შორდება, ასი ათასამდე სამუშაო ადგილის შექმნა მაინც შეუძლია პარიზელთათვის. ამდენიმე სამუშაო ადგილი მოდის მცირე საწარმოებზე - სერვისის სფერო (35 %), წარმოება (30 %), მშენებლობა (20 %) და კვება (15 %).
განვითარებულია ტურისტული ბიზნესიც: 2007 წელს ჩინელმა ტურისტებმა 79 მლნ ევრო დახარჯეს პარიზის უბეგრო მაღაზიებში, იაპონელებმა 87 მლნ ევრო, რუსებმა 72 მლნ ევრო, ამერიკელებმა 71 მლნ ევრო.პარიზში ფრანგული ბანკების, სადაზღვევო კომპანიებისა და სხვადასხვა სახის საფინანსო დაწესებულებების დიდი ნაწილია. დღეისათვის პარიზი (50-60-იან წლებში გახსნილი ბიზნეს-გარეუბან დეფანსიანად) ევროპაში ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო ცენტრს წარმოადგენს.ფრანგული და საერთასორისო ფირმების დიდი ნაწილის ქალაქში თავმოყრის წყალობით, პარიზი ეშპ თითქმის მესამედს უზრუნველყოფს. უმუშევრობის დონე ტოლია ქვეყანაში არსებული უმუშევრობის საშუალო დონისა.
ინფორმაცია მოძიებულია:https://www.google.ge/ http://www.angel.ge/
ინფორმაცია მოძიებულია:https://www.google.ge/ http://www.angel.ge/
No comments:
Post a Comment