Tuesday, May 29, 2012
Wednesday, May 9, 2012
პარიზის ღირსშესანიშნავი ადგილები
ეიფელის კოშკი
პარიზის პრესტიჟულ ქუჩაზე მდებარე ლუი ვიტტონის მაღაზია.
შენობა გრანდ პალასი ცნობილია თავისი შუშის სახურავით.
სურათები მოძიებულია:http://www.angel.ge/
ეიფელის კოშკი
როდესაც პარიზში ხარ, არ შეიძლება არ მოინახულო პარიზის სიმბოლო, მსოფლიოს მერვე საოცრებად წოდებული ეიფელის კოშკი. სტრუქტურა 1887-1889 წლებში აშენდა და საფრანგეთის რევოლუციის 100 წლისთავს მიეძღვნა. თავდაპირველად საზოგადოების რეაქცია კოშკის მიმართ მკვეთრად უარყოფითი იყო, ვინაიდან უმრავლესობა თვლიდა რომ შენობა პარიზის იერსახეს ამახინჯებდა. თუმცა ამჟამად, 324 მეტრის სიმაღლის ლითონის ეს კონსტრუქცია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმტაც სტრუქტურულ ხელოვნების ნიმუშად მიიჩნევა. ეიფელის კოშკი (ფრანგ. Tour Eiffel) პარიზის ყველაზე მაღალი ლითონის კონსტრუქციაა. იგი საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. სახელი დაერქვა პროექტის ავტორის ინჟინერი გუსტავ ეიფელის პატივსაცემად.
კოშკი შენდებოდა 1887-89 წლებში, საფრანგეთის რევოლუციის 100 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილი მსოფლიო გამოფენისათვის, როგორც ექსპო-იუნივერსელის შესასვლელი. კოშკი ოფიციალურად 1889 წლის 31 მარტს გაიხსნა. აშენების დროს, 1889 წელს, ეიფელის კოშკი ყველაზე მაღალი სტრუქტურა იყო მსოფლიოში, ტიტული, რომელიც მან 1930 წლამდე შეინარჩუნა, როცა ნიუ-იორკის კრაისლერ ბილდინგის (319 მ) მშენებლობა დასრულდა.კოშკის სიმაღლე 300 მეტრია, რაც დაახ. 75 სართულს უდრის. მის თავზე 24 მეტრის სიმაღლის ანტენაა. ამჟამად ეიფელის კოშკი საფრანგეთში სიმაღლით მეორე სტრუქტურაა, 350 მ სიმაღლის ალუის გრძელი ტალღების გადამცემი ანძის (1939) აგების შემდეგ. შემდეგ მოდის ლა ტურ მონპარნასი, პარიზის მონპარნასის უბანში (209 მ). კოშკის ლითონის სტრუქტურა 7.300 ტონას იწონის, მისი საერთო წონა კი 10.100 ტონაა. ზედა პლატფორმაზე ასასვლელი საფეხურების რაოდენობა იცვლებოდა კოშკის ისტორიის განმავლობაში, რამდენიმე რენოვაციის შედეგად: აშენების მომენტში 1889 წელს 1710 საფეხური ადიოდა სამიტის პლატფორმაზე 300.65 მ ნიშნულზე; 1980 წლის რენოვაციის შემდეგ საფეხურების რაოდენობა 1920-მდე გაიზარდა; ამჟამად 1665 საფეხურია, თუმცა ზედა პლატფორმაზე საფეხურებით ასვლა შეუძლებელია და დამთვალიერებლებს მხოლოდ ლიფტების გამოყენება შეუძლიათ.
ucnauri.com
კულტურა
პარიზში არის პარიზის უნივერსიტეტი, კოლეჟ-დე-ფრანსი, უმაღლესი პრაქტიკული სკოლა, ეროვნული პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პასკალის კათოლიკური ინსტიტუტი, 40-ზე მეტი ე.წ. დამოუკიდებებლი ინსტიტუტი, ორი კონსერვატორია - დრამატული ხელოვნების და მუსიკალური, ლუვრის სკოლა, ნატიფი ხელოვნების უმაღლესი ეროვნული სკოლა და სხვა.პარიზი სამეცნიერო ცენტრებითა და დარგობრივი აკადემიების სიმრავლით გამოირჩევა. აქვეა ქვეყნის უდიდესი ბიბლიოთეკები. ეროვნული არქივი და ეროვნული ბიბლიოთეკა. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმი ლუვრი, კარნავალეს, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმები, როდენის, გიმეს (აზიის მრავალი ქვეყნის კულტ. ისტ.), ბალზაკისა და ვიქტორ ჰიუგოს მემორიალური მუზეუმები და სხვა.საფრანგეთის დედაქალაქი თეატრალური სამყაროს უდიდესი ცენტრია, აქ მუშაობს სამოცზე მეტი თეატრი, მათ შორის წამყვანია: ”გრანდ ოპერა”, ”კომედი-ფრანსეზი”, ”ტეატრ დელ ესტ პარიზიენი”. დიდი ჯგუფი თეატრებისა განლაგებულია ე.წ. დიდ ბულვარებზე: ”ებერტო”, ”რენესანსი”, ”ჟიმნაზი”, ”პორტ სენ მარტენი”, ”მიშოდიერი”, ”მატიურენი”, ”კომედი კომარტენი” და სხვა.
დიდი პოპულარობით სარგებლობს საგარეუბნო თეატრები: ”ფრანგული თეატრი”, ”ხელოვნების დემოკრატიული ფრთა”, ”ტეატრ დე ლა კომჲუნი”. სამსახიობო კადრების აღზრდას ემსახურება დრამატული ხელოვნების ეროვნული კონსერვატორია.
ka.wikipedia.org luvri
მსოფლიოში უამრავი რომანტიკული ადგილი არსებობს, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ შორის პარიზი განსაკუთრებულია და დღემდე ყველაზე რომანტიული ქალაქის იმიჯით სარგებლობს. აქ ყოველწლიურად 30 მლნ-ზე მილიონობით ტურისტი ჩადის, რათა ახლოს გაიცნოს ხელოვნების,მოდისა და პარფიუმერიის სამშობლო. დააგემოვნოს ფრანგული ღვინო და საუცხოო ფრანგული სამზარეულო.პარიზში ჩასვლისთანავე გირჩევთ ელისეის მინდვრებზე გაისეირნოთ. ელისეს მინდვრების, ანუ შანზ-ელიზეს გამზირის სიგრძე 2 კილომერტამდეა და უამრავი ღირშესანიშნაობაა თავმოყრილი. აქ ერთმანეთს ენაცვლება ლუვრის მუზეუმი, ლუი XIV-ის ქანდაკება, კარუსელის ტრიუმფალური თაღი, ტუილერის ბაღი, ობელისკი და ვარსკვლავის ტრიუმფალური თაღი. ეს არის პარიზის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობა. დაბლობ ნაწილში ელისეს მინდვრები შემოსაზღვრულია მარინის სკვერით და მაღლობ ნაწილში კი მაღაზიები, ბუტიკები, კინოთეატრები, კაფეები და რესტორნებია.
ინფორმაცია მოძიებულია:https://www.google.ge/
http://www.angel.ge/
განათლება და მეცნიერება
საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟული სასწავლებლები პარიზში მდებარეობს.
პარიზის ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტი სორბონა 1257 წელს იქნა დაარსებული რობერ დე სორბონის მიერ ღარიბი სტუდენტებისთვის ღვთისმეტყველების სწავლების მიზნით. უნივერსიტეტმა სახელწოდება მხოლოდ XIV საუკუნეში მიიღო და ქალაქსა და სრულიად ქვეყანაში ყველაზე პოპულარულ სასწავლებლად იქცა. სორბონის გარშემო ლათინური უბანი დაარსდა, რომლის სახელიც სხვადასხვა სტუდქალაქებმაც გადაიღეს. 1968 წელს რეფორმირების შედეგად პარიზის უნივერსიტეტი 13 დამოუკიდებელ უმაღლეს სასწავლებლად გაიყო . პარიზში ასევე მდებარეობს საფრანგეთის ინსტიტუტი,რომელიც 5 აკადემიისგან შედგება; ამათგან ყველაზე ცნობილია საფრანგეთის აკადემია, რომელიც ინსტიტუტის ნაწილი 1803 წელს გახდა. ფრანგული აკადემია ვალენტენ კონრადის მიერ 1629 წელს დაარსებული პარიზის ლიტერატურული წრისგან ჩამოყალიბდა. უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი აკადემიამ 1635 წელს მიიღო.
ასევე პრესტიჟულ სასწავლებლადაა მიჩნეული კოლეჟ დე ფრანსი. პოლიტექნიკური სკოლა. უმაღლესი ნორლმალური სკოლა.კათოლიკური ინსტიტუტი. სამთო ინსტიტუტი და მართვის ეროვნული ინსტიტუტი.
parizis universiteti
პარიზის ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა — მეფე კარლ V-ის მიერ 1368 წელს ლუვრში საკუთარი წინგთსაცავისგან დაარსებული ბიბლიოთეკაა. დაარსებისას ბიბლიოთეკაში მხოლოდ 911 მანუსკრიპტი ინახებოდა, რადგანაც, იმდროის ტრადიციების თანახმად მონარქის გარდაცვალების შემდეგ მისი ყველა საბუთი ნადგურდებოდა. ეს წესი ლუდოვიკ XI-მ დაარღვია, რომლისგანაც ფონდის გაფართოება დაიწყო. 1988 წელს პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა ბიბლიოთეკისთვის ახალი შენობის აშენების შესახებ გააკეთა განცხადება. ამჟამად ბიბლიოთეკა 10 მლნ ბეჭდურ გამოცემას მოითვლის.
ka.wikipedia.org
ეროვნული ბიბლიოთეკის ოვალური დარბაზი ძველ შენობაში.
ეროვნული ბიბლიოთეკის ოვალური დარბაზი ძველ შენობაში.
Subscribe to:
Posts (Atom)